ყოველწლიური რესპუბლიკური კონკურსი
„საუკეთესო პატარა მთარგმნელი”
ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის (SGI) მხარდაჭერით
სერვანტესის სახელობის სკოლა-ლიცეუმი AIA-GESS ასოციაციების „Casa Espanola“ და „გზა მომავლისაკენ” მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების უცხო ენების დეპარტამენტების მონაწილეობით ატარებს ყოველწლიურ რესპუბლიკურ კონკურსს “საუკეთესო პატარა მთარგმნელი”.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეებს (რის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ ქვეყნდება ჟურნალ-გაზეთებში). კონკურსი ორი - დაუსწრებელი და დასწრებული ტურისა და სამი – ინგლისური, ესპანური და რუსული ენის სექციებისაგან შედგება. სექციებში ინგლისური, ესპანური და რუსული ენებიდან ქართულ ენაზე და ქართული ენიდან ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებზე შესრულებული თარგმანები (ზღაპარი, ნარკვევი, ესსე, ლექსი, მოთხრობა) ორიგინალთან ერთად გადაეცემა კომპეტენტურ ჟიურს. I ტურის შემდეგ შერჩეული თარგმანების ავტორები მონაწილეობენ დასწრებულ ტურში.
დასწრებული ტურის გამარჯვებული მოსწავლეები იგზავნება საზღვარგარეთის სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში.
ყოველწლიური რესპუბლიკური კონკურსი
"BE THE BEST"
კონკურსი შედგება ორი ტურისაგან. I ტური მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ტესტებს (ტესტები შედგენილია ინგლისელი პარტნიორების მიერ), II ტური კი შედგება ვიდეო ჩვენებისაგან და შემოწმდება მონაწილეთა აუდირება. კონკურსი ტარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში – III-IV, V-VI და VII-VIII კლასელთათვის.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |