2011-2012 სასწავლო წელს მენტორი მასწავლებელი დარეჯან ლორთქიფანიძე მაძიებელ მასწავლებელთა პროგრამით მუშაობდა. ქალბატონი დარეჯანი ატარებდა სამოდელო გაკვეთილებს, მასტერ კლასებს და ტრენინგებს სერვანტესის სახელობის გიმნაზიასა და მასწავლებელთა სახლში.
სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესის პარალელურად, აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საერთაშორისო თუ რესპუბლიკური ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტრენინგებში.
მათ გაიარეს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის, ბავშვთა ფედერაციის, მწვანეთა პარტიის, სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოებისათვის და საქართველოს ახალგზრდა მედიკოსთა კავშირის, ახალგაზრდული ევროპარლამენტის და საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები.
სიქას ტრენინგები სკოლაში
2011 წლის 19-20 მარტსა და 9 აპრილს ბრიტანულ-ესპანური სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა: ლია ბაშარულმა, თამარ ხორბალაძემ, ირმა ჯოგლიძემ და მარიკა ჯვარშეიშვილმა მონაწილეობა მიიღეს „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” - სიქას მიერ დაგეგმილ ტრენინგებში - „ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში” მასწავლებლები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აქტიურად იყენებენ გაკვეთილის პროცესში.
ჯანსაღი სკოლების ევროპული ქსელის ტრენინგები |
საქართველოს პირველი ლედის - სანდრა რულოვსის პატრონაჟით ხორციელდება ჯანსაღი სკოლის ევროპული ქსელის საერთაშორისო პროექტი. პროექტისთვის საპილოტედ შეირჩა თავდაპირველად საქართველოს 4 სკოლა, მათ შორის იყო "აია-GESS". 2010 წლის 5-6 სექტემბერს ლიკანში გაიმართა ამ სკოლების პირველი სამუშაო შეხვედრა. ტრენინგებისთვის მოწვეული იყვნენ ტრენერები ჰოლანდიიდან და შოტლანდიიდან.
სკოლამ მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 17-18 თებერვალს გამართულ ტრენინგებშიც. პროექტი მოიცავს ფორმალურ და არაფორმალურ ეროვნულ სასწავლო გეგმას ჯანმრთელობის შესახებ, უსაფრთხო და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნას, ჯანსაღ მომსახურებას და ოჯახისა და ფართო საზოგადოების ჩართვას ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში.