საერთაშორისო კონფერენციებსა და ფესტივალებში მონაწილეობა
კრაკოვი 2009
24-30 აპრილს პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, ახალგაზრდა მეცნიერთა მე–16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მსოფლიოს 16 ქვეყნის რჩეული მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკოლოგიასა და ინფორმატიკაში.
ჩვენმა მოსწავლეებმა 4 ვერცხლის მედალი აიღეს მათემატიკაში.
ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტი
ჩერნოვცი 2008
18-23 აპრილს უკრაინაში, ქალაქ ჩერნოვცში, ახალგაზრდა მეცნიერთა მე–15 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მსოფლიოს 16 ქვეყნის რჩეული მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკოლოგიასა და ინფორმატიკაში.
ჩვენი მოსწავლე შოთა სამსონიძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა თემისათვის – "ერთი პრობლემური ამოცანა ბიოფანტურ გეომეტრიული ფიგურების შესახებ".
მარიამ ნუცუბიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თემისათვის – "პრობლემური ამოცანა შტენჰაუზის (ჰუგო) ერთი ამოცანის შესახებ".
კიევი 2005
უკრაინის მცირე აკადემიის მიერ 2005 წლის 22 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს I ხარისხის დიპლომები.
მოსკოვი 2004
ევროპის სკოლების XI ფესტივალი. მოსკოვი 2004 წ. 14-25 აპრილი