Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება
ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
 

კატარი - 2013

IEARN (the International Education and Resourse Network)

29 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ნინო ხუბუნაია, ნათია მეტონიძე, ლუკა ჯანჯღავა, ანა ელიზბარიძე, გიორგი მარგიანი, ირაკლი შამუგია, დავით ცუცქირიძე, ნიკა ნიკოლიშვილი, თეიმურაზ სიმონიშვილი, თემური პეტაშვილი და გიორგი ნარიმანიძე იმყოფებოდნენ კატარში, ქალაქ დოჰაში საერთაშორისო კონფერენციაზე. ჯგუფის ხელმძღვანელები: რუსუდან ბოლქვაძე, ლელა ბოჭოიძე და ნონა ბოლქვაძე. 

 

 

 

კანადა 2010

IEARN (the International Education and Resourse Network)

2010 წლის ივლისში კანადაში, ქალაქ ბარში ჩატარდა XIV საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტი და XVII საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენმა მოსწავლეებმა: ნანა ხარაბაძემ, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, ნინო ფუხაურმა და მარიკა ტყეშელაშვილმა წარადგინეს შემდეგი თემები: "ქართული ხალხური სამღერები”, “ქართული ხალხური ინსტრუმენტები”, "ნორჩ ეკოლოგთა საერთაშორისო ტურნირი" და “IEARN-ის პროექტები ჩვენს სკოლაში”.

 

 

 

მაროკო 2009

IEARN (the International Education and Resourse Network)

2009 წლის ივლისში მაროკოში, ქალაქ იფრანში ჩატარდა XIII საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტი და XVI საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენმა მოსწავლეებმა: ოთარ გველესიანმა, სოფო ბოლქვაძემ, ნინო ომიაძემ, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, მარიამ ფილაურმა და ნინო ფუხაურმა წარადგინეს შემდეგი თემები: "ქართული სამოსი”, “ქართული სამზარეულო” და “IEARN-ის პროექტები ჩვენს სკოლაში”. კონკურსის ორგანიძატორებმა საქართველო დაასახელეს სამ საუკეტესო მომხსენებელთა შორის.

 


ეგვიპტე 2007

სკოლაში ყოველწლიურად გამართული მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის გამარჯვებულნი საერთაშორისო კონფერენციაზე იგზავნება. 2007 წლის აპრილში, მოსწავლეთა N 4 კონფერენციის გამარჯვებული გახდა ნინო ჟიჟილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე (IX კლასი). მათ მონაწილეობა მიიღეს XI საერთაშორისო ახალგაზრდულ სამიტსა და XIV საერთაშორისო კონფერენციაში კაიროში – (ეგვიპტე).

IEARN (The International Education and Recource Network) – 2007 - საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოდან მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი წარმატებით წარდგნენ კონფერენციაზე მოხსენებებით „გლობალური დათბობა და საქართველო“ - (ნინო ჟიჟილაშვილი) და „სულისშემძვრელი ქართული მუსიკა და ცეკვა” (მარიამ ბოლქვაძე)

 

Join us on