USAIYPT - 2014 ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი კალიფორნიაში
2014 წლის 29 იანვრიდან 10 თებერვლამდე სერვანტესის სახელობის გომნაზია აია-ჯესს-ის 21 კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკაში. მათ მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში. ტურნირი ჩატარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში ამერიკის უმალეს სკოლაში-Harker School. 7 რაუნდიანი ტურნირის შემდეგ გუნდი საქართველოდან - სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა ნაკრები, რომელიც ძირითადად მეცხრე კლასელებისაგან შედგებოდა (ტურნირში მონაწილეობდა სხვა ქვეყნების 17-18 წლის მოსწავლეები და სტუდენტები) მეხუთე ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონი გახდა მასპინძელი სკოლის გუნდი, მეორე ადგილზე- ჩინეთის ნაკრები. სკოლის დირექცია მადლობას უხდის დელეგაციის თითოეულ მონაწილეს - გურამ ჩუბინიძეს, გეგა ლელაშვილს, გიორგი ნიორაძეს, ვანო შარიას, ვახტანგ კონტრიძეს, ბექა მიქაძეს, გიორგი მელიქიძეს, რომან კიკალიშვილს, რატი აბულაძეს, გიორგი ჩუბინიძეს, ირაკლი შამუგიას, თეა გამრეკელაშვილს, ანა ელიზბარიძეს, მედეა გელაშვილს, ნინო ქავთარაძეს, ნინო ხუბუნაიას, მარიამ გუჯაბიძეს და გუნდის ხელმძღვანელს გენადი კიანს.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები 2005 წლიდან ყოველწლიურად იგზავნებიან ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა კოლეჯებში სასწავლებლად, სადაც ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საუკეთესო კოლეჯებში სწავლობენ.
2007-2008 სასწავლო წელი ამერიკაში გაატარა თეა ბასანიძემ
ჯორჯიის შტატის მედისონის უმაღლესი სკოლის მოსწავლე საოცარი პოპულარობით სარგებლობდა სკოლასა და ქალაქში.
15 უმაღლესი ხარისხის დიპლომის მფლობელის შესახებ ხშირად იბეჭდებოდა სტატიები ამერიკულ პრესაში.
![]() |
![]() |
2006-2007 სასწავლო წელი ამერიკაში
ანალოგიური პროექტით ერთი წელი ამერიკის, ვაიომინგის შტატის ქალაქ შერიდანის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა
ანა კურდღელაშვილი. ოქროს მედალი და 13 დიპლომი ანას ამერიკული ოდისეის შედეგია
![]() |
![]() |
2005-2006 სასწავლო წელი ამერიკაში
ლიანა ქარცივაძე, როგორც FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სწავლობდა 2005-2006 სასწავლო წლის განმავლობაში.1 ოქროს მედალი, 9 სერთიფიკატი, 10 დიპლომი - ლიანა ქარცივაძის ამერიკული გამარჯვებების არასრული ჩამონათვალია
![]() |
![]() |