რეგიონალური ტურნირის სამუშაო ენაა ქართული.
საერთაშორისო ტურნირის სამუშაო ენაა ინგლისური. გუნდები მონაწილეობენ სამეცნიერო დისკუსიებში "ეკოპაექრობაში" სამ სტადიად
1. შესარჩევი
2. ნახევარფინალი
3. ფინალი
ყოველ „ეკოპაექრობაში" მონაწილეობს სამი გუნდი. „ეკოპაექრობა" შედგება სამი ეტაპისგან. ყოველი ეტაპის დროს გუნდი გამოდის მხოლოდ ერთ-ერთ როლში: მომხსენებელი, ოპონენტი ან რეცენზენტი. „ეკოპაექრობის" მომდევნო ეტაპების დროს გუნდები ცვლიან როლებს იმგვარად, რომ ყოველი გუნდი გამოვა ყოველ როლში მხოლოდ ერთჯერ. „ეკოპაექრობის" მსვლელობის პროცესში გუნდების წევრები თათბირობენ მხოლოდ ერთმანეთში.
„ეკოპაექრობის“ თითოეული ეტაპის რეგლამენტი
ოპონენტი იძახებს მომხსენებელს ერთ-ერთ ამოცანაზე 1 წთ.
მომხსენებელი იღებს მოწვევას ან ამბობს უარს 1 წთ.
მომზადება მოხსენებისათვის 5 წთ.
მოხსენება 10 წთ
ოპონირებისათვის მზადება 3 წთ
დისკუსია ოპონენტსა და მომხსენებელს შორის 5წთ
რეცენზირებისათვის მზადება 2 წთ
რეცენზენტის გამოსვლა 3 წთ.
მომხსენებლის დასკვნითი შენიშვნები 2 წთ.
ჟიურის მიერ დასმული შეკითხვები და გუნდების შეფასება 5 წთ
რეგლამენტის დაცვას მეთვალყურეობს ჟიურის თავმჯდომარე.
გუნდების გამოსვლა „ეკოპაექრობის" ყოველ ეტაპზე
მომხსენებელი წარმოადგენს ამოცანის თავისებურ გადაწყვეტას. ხაზს უსვამს ძირითად იდეებს და შედეგებს. სასურველია პლაკატების, დიაგრამების, სლაიდების, ფოტოებისა და ვიდეო მასალის დემონსტრირება. აგრეთვე ცდების ჩატარება, თუ ამოცანა ექსპერიმენტალურია.
მოხსენების დასრულების შემდეგ ოპონენტი აძლევს შეკითხვებს მომხსენებელს და აკრიტიკებს მოხსენებას. აღნიშნავს მოხსენებაში არსებულ (თუ ასეთი არსებობს) ხარვეზებს და შეცდომებს. ოპონენტი აანალიზებს მოხსენებას, აღნიშნავს მის დადებით და უარყოფით მხარეებს. ოპონენტმა თავის გამოსვლაში არ უნდა წარმოადგინოს ამოცანის გადაწყვეტის საკუთარი გზა, მაგრამ შეუძლია მისი გამოყენება არგუმენტის სახით. დისკუსიის მსვლელობის დროს განიხილება მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი ამოცანის გადაწყვეტის გზა.
რეცენზენტი იძლევა ოპონირებისა და მოხსენების კრიტიკულ შეფასებას. გუნდის ერთ წევრს არ შეუძლია ერთი „ეკოპაექრობის" განმავლობაში იყოს ძირითად მომხსენებლად, ოპონენტად ან რეცენზენტად.
ყოველ „ეკოპაექრობაში" განიხილება სხვადასხვა ამოცანა. "ეკოპაექრობაში" განხილული ამოცანების რაოდენობა შეიძლება შეზღუდული იქნას ორგკომიტეტის მიერ. ოპონენტს შეუძლია გამოიწვიოს მომხსენებელი ნებისმიერი ამოცანის განსახილველად გარდა ამოცანებისა:
ა) რომლებიც განხილული იყო ამ „ეკოპაექრობაში"
ბ) რომლებიც წარმოდგენილი იყო მომხსენებლის მიერ სხვა „ეკოპაექრობაში"
გ) რომლებიც ოპონირებული იყო ოპონენტის მიერ სხვა „ეკოპაექრობაში"
დ) რომლებიც მოხსენებული იყო ოპონენტის მიერ სხვა „ეკოპაექრობაში".
თუ ამ შეზღუდვებით გამოწვევა შეუძლებელია, მაშინ პუნქტები დ), გ), ბ) უქმდება მოცემული თანმიმდევრობით. „ეკოპაექრობის“ დროს მომხსენებელს შეუძლია ორჯერ თქვას უარი ოპონენტის გამოწვევაზე ჯარიმის გარეშე. ყოველი შემდგომი უარი ამცირებს მომხსენებლის კოეფიციენტს (იხ. ქვემოთ) 0,2-ით. ყოველი ამოცანა, რომელზეც უარი განაცხადა მომხსენებელმა, შეტანილი იქნება გუნდის „უართა სიაში" და შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას გუნდის მიერ ჯარიმის გარეშე სხვა „ეკოპაექრობისას".
ყოველი ეტაპის დამთავრების შემდეგ ჟიური აფასებს გუნდებს ათქულიანი სკალით მათი მონაწილეობის ხარისხის მიხედვით. ნიშანი გადაიანგარიშდება ბალებში სხვადასხვა კოეფიციენტის დათვალისწინებით მომხსენებლის, ოპონენტისა და რეცენზენტისათვის შემდეგი სქემის მიხედვით:
მომხსენებელი | ოპონენტი | რეცენზენტი | |
კოეფიციენტი | 3 | 2 | 1 |
გამარჯვებული განისაზღვრება მოცემული „ეკოპაექრობის" ყოველ ეტაპზე გუნდის მიერ დაგროვილი ბალებით. ექვსი საუკეთესო გუნდი, რომლებსაც ექნებათ უკეთესი შეფასება, გადის ორ ნახევარფინალურ ჯგუფში.
ფინალში მონაწილე გუნდებს გარანტირებული აქვთ ტურნირში მე-2 ადგილი და იბრძვიან ნეტ-ის პირველობისათვის.
ნეტ-ის ინდივიდუალურ მონაწილეთა მიღწევების შეფასება
გამოსვლა მომხსენებლად, ოპონენტად ან რეცენზენტად ითვლება წარმატებულად, თუ საშუალო ქულა 8-ზე მეტია. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში გუნდის შესაბამისი წევრი ინდივიდუალურ ქულებს აგროვებს. ტურნირის ყველა შეხვედრის გათვალისწინებით ვლინდება ტურნირი საუკეთესო მომხსენებელი, ოპონენტი და რეცენზენტი.