საერთაშორისო კონფერენციებში, ფესტივალებსა და ახალგაზრდულ სამიტებში მონაწილეობა
სკოლაში ყოველწლიურად გამართული მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის გამარჯვებულნი საერთაშორისო კონფერენციაზე იგზავნება. 2007 წლის აპრილში, მოსწავლეთა N 4 კონფერენციის გამარჯვებული გახდა ნინო ჟიჟილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე (IX კლასი). მათ მონაწილეობა მიიღეს XI საერთაშორისო ახალგაზრდულ სამიტსა და XIV საერთაშორისო კონფერენციაში კაიროში – (ეგვიპტე).
IEARN (The International Education and Recource Network) – 2007 - საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოდან მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი წარმატებით წარდგნენ კონფერენციაზე მოხსენებებით „გლობალური დათბობა და საქართველო“ - (ნინო ჟიჟილაშვილი) და „სულისშემძვრელი ქართული მუსიკა და ცეკვა” (მარიამ ბოლქვაძე)
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |